Wednesday, July 29, 2020

ბიძინა კვერნაძის დაბადების დღე


1928 წლის 29 ივლისს დაიბადა მე-20 საუკუნის, ერთ-ერთი გენიალური, ლეგენარული და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორი, ბატონი ბიძინა კვერნაძე. 




ბიძინა კვერნაძის სიმღერების პოპური

კვარტეტი ,,ფორტე'' და ნუცა ჯანელიძ




Saturday, July 11, 2020

მაია მოდრეკელიძე რადიო-2 - ის შესახებ

ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, უსაყვარლესი რადიო თავისი კოლექტივით, რომელიც ზრუნავდა მსმენელის გემოვნების ჩამოყალიბებაზე და წარსულის, მივიწყებულის გაოცოცხლებაზე. 

მაია მოდრეკელიძე - რადიო-2 - ის ერთგული მსმენელი

Friday, July 10, 2020

ინტერვიუ კომპოზიტორ ჯუმბერ ამანათაშვილთან




      



















1. გაიხსენეთ, როდის და როგორ შედგა თქვენი პირველი შეხება რადიო-2 - თან?



ეს მოხდა დაახლოებით 20 წლის წინ. ზუსტად პერიოდი არ მახსოვს; თუმცა ის მახსოვს, რომ ქალბატონი მანანა ხვედელიძე იმ დროისთვის მოღვაწეობდა საქართველოს რადიოში და უძღვებოდა ერთ-ერთ საავტორო გადაცემას. მაშინ რადიო-2 ჯერ არ არსებობდა. ერთ-ერთ გადაცემაში მეც ვიყავი სტუმრად მიწვეული. ამ გადაცემაში პირველად შედგა ჩემი, როგორც კომპოზიტორის და შემსრულებლის დებიუტი და გაჟრედა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ,,კოკით ხელში’’, ,,იავნანა’’, ,,მოვა, მაგრამ როდის’’ შექმნილი გალაქტიონ ტაბიძის ლექსზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემმა შემოქმედებამ მოწონება დაიმსახურა.
შემდგომ შეიქმნა რადიო-2 - ქართული რადიო და სწორედ ქალბატონი მანანა ჩაუდგა სათავეში ამ რადიო სადგურს. ეთერში გასვლისთანავე, რადიო-2 და მისი ყველა წამყვანი ძალიან პოპულარული გახდა. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული დამოკიდებულებით და სიყვარულით ქართული მუსიკისადმი. აბსოლუტურად ყველა ჩემს ირგვლივ უსმენდა რადიო-2 - ს. მეც ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ჩემი ყველა სიმღერის პრემიერა სწორედ ამ რადიოში იმართებოდა და რადიოს ხშირი სტუმარიც ვიყავი.
სხვათაშორის, რადიო-2 - ში მანანა ხვედელიძე ცალკე საავტორო გადაცემასაც ქმნიდა, სადაც პირდაპირ ეთერში იწვევდა მუსიკოსებს. სტუდიაში ინსტრუმენტი იდგა და გადაცემის მსვლელობისას, მუსიკოსები, კომპოზიტორები, მომღერლები ცოცხლად ასრულებდნენ საკუთა სიმღერებს. რატომღაც, საკმაოდ ბევრი მუსიკოსი უშინდებოდა პირდაპირ ეთერში მისხვლას და ცოცხლად მღერას ან დაკვრას. ალბად, ამის მიზეზი იყო ქალბატონი მანანას მაღალი პროფესიონალიზმიც. ის გამოირჩეოდა უდიდესი გემოვნებით, საკუთარ საქმეში საკმაოდ მომთხოვნი და ზოგჯერ მკაცრიც კი იყო. ეს თვისებები მის პროფესიონალიზმზე მეტყველებდა, რაც პირადად მე ძალიან მხიბალვდა და ვაფასებდი. ის საკმაოდ მკაცრად ფილტრავდა იმ მუსიკალურ მასალას, რაც უნდა გასულიყო რადიო2 - ში და რაც არა. ეს ბუნებრივიც იყო. როგორც პრესტიჟულ სცენაზე არ უნდა იდგეს ყოველი მეორე, ისევე რადიო ან ტელე ეთერში არ უნდა ჟღერდეს ყოვლად მდაბიო და უგემოვნო მუსიკა. სწორედ ეს გამოარჩევდა რადიო-2 - ს მაშინ და გამოარჩევს დღესაც, მრავალი წლის მიუხედავად.

     2. რა წვლილი შეიტანა რადიო ორმა თვენს შემოქმედებაში?

რადიო-2 - მა უამრავ დამწყებ, ნიჭიერ მუსიკოს და მათ შორის მეც შემიწყო ხელი საკუთარი თავის წარჩინებაში, გაზრდასა და ჩამოყალიბებაში. თუ დღეს მასებში ჩემი მუსიკა, ჩემი სიმღერები იციან, მღერიან და სიამოვნებთ, ეს პირველ რიგში რადი-2 - ქართული რადიოს დამსახურებაა. ამ რადიოს მადლიერი ვიქნები მუდამ და ყოველთვის.


     3. რა შეთავაზება გექნებათ ამ ბლოგის მწარმოებლებთან, როგორც კომპოზიტორს,  მუსიკოსს და რაზე ისურვებდით მაქსიმალურად ყურადღების გამახვილებას?

პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიან მუსიკაზე, რომელიც იმედია დროს გაუძლებს. კარგ მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, მომღერლებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ესაჭიროებათ რეკლამა, მხარდაჭერა, წარმოჩენა. აუცილებელია შენი, ქართული გენი, ქართული მუსიკა, ქართული ჟღერადობა გააცნო მსოფლიოს. ჩვენმა მუსიკოსებმა უნდა იმოძრაონ მთელს მსოფლიოში, უნდა გამოჩნდენ საუკეთესო სცენებზე. ამაში უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ტელევიზიამ, რადიომ, პრესამ და რა თქმა უნდა სახელმწიფომ. აუცილებელია მათი ხელშეწყობა. ეს ხომ უკეთესი მხრიდან გააცნობს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და მოსახლეობას და მათ აუცილებლად დაებადებათ ჩენთან სტუმრობის სურვილი. ეს ყოველივე კი თავის მხრივ საქართველოს, როგორც ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებისკენ მიმართული დიდი ნაბიჯი იქნება. 

სერგო კობალავა






,,დამიძახე'' - ჯუმბერ ამანათაშვილი

სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი - ჯუმბერ ამანათაშვილი

ტექსტის ავტორი - ლია ნაროუშვილი





,,გულმა შენ შეგიყვარა'' - ეკა მამალაძე და ჯუმბერ ამანათაშვილი


სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი - ჯუმბერ ამანათაშვილი

ტექსტის ავტორი - მანანა სიამაშვილი



,,ვიცი დამიბრუნდები'' - ანსამბლი ,,ალილო''

სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი - ჯუმბერ ამანათაშვილი

ტექსტის ავტორი - ლია ნაროუშვილი

,,სურათი'' - ხათუნა კობერიძე (კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი)


Thursday, July 9, 2020

ჯუმბერ ამანათაშვილი რადიო-2 - ის შესახებ

რადიო-2 ყველასთვის საყვარელი რადიო თავისი არაჩვეულებრივი წამყვანებით, მუსიკალური ხელმძღვანელი შეუდარებელი, გემოვნებიანი ქალბატონი, ყველასთვის საყვარელი მანანა ხვედელიძე. ეს რადიო ბუნებრივია ყველას ახსოვს და ყველას ენატრება იმიტომ, რომ ქართულ მუსიკას, ნამდვილ ხელოვნებას და ხელოვან ადამიანებს უწევდა პოპულარიზაციას.


ჯუმბერ ამანათაშივილი

კომპოზიტორი



მარიკო რეხვიაშვილი რადიო-2 - ის შესახებ

განუმეორებელი წლები იყო, მართლა ძალიან მომენატრა ის კონკურსები თუ გათამაშება რომელშიც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას; სერგოს და ზურას ხმის ტემბრმა შემაყვარა რადიო-2. ყველა წამყვანს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. მიყვარხართ❤️❤️

მარიკო რეხვიაშვილი

რადიო-2 - ის ერთგული მსმენელი

გვერდის ადმინისტრატორი

ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, კოლეგებო, მსმენელებო,
თუ თქვენ შემონახული გაქვს ნებისმიერი ფოტო-აუდიო-ვიდეო მასალა, რაც უკავშირდება რადიო 2 - ქართულ რადიოს ან გაქვთ გასახსენებელი ნებისმიერი ისტორია რადიო 2 - ზე, ან უბრალოდ გსურთ თქვენი დამოკიდებულება გამოხატოთ რადიო 2 - ის მიმართ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მასალები ელ. ფოსტაზე: radio2kartuli@gmail.com

უმჯობესია, თუ ტექსტობრივ მასალას მოაყობელთ თქვენს ფოტოსურათს, რაც ასევე გაზიარებული იქნება ჩვენს ბლოგზე.

ერთად გადავდგათ ნაბიჯი რადიო 2 - ქართული რადიოს დაბრუნებისკენ.

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და დახმარებისთვის.

ყველაფერი კარგად იქნება!

ადმინისტრატორი 

დარეჯან გულიაშვილი

რადიო ორში მუშაობდა ერთი განუმეორებელი, ყველასგან განსხვავებული ქალბატონი - დარეჯან გულიაშვილი. სამწუხაროდ მე დარეჯანს პირადად არ ვიცნობდი, რადგან როდესაც რადიოში სამუშაოდ მივედი, ის უკვე საკმაოდ მძიმედ ავად იყო და სამსახურში ვეღარ დადიოდა. თუმცა, სწორედ დაჯი იყო ის ადამიანი, რომელმაც მე პირველად ეს რადიო შემაყვარა.
მაშინ, ბნელ 90 - ში, როდესაც შუქი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიოდა, ელემნეტბზე მომუშავე რადიო, ერთადერთი გასართობი იყო ჩვენთის და რა თქმა უნდა ჩემი რადიოც თითქმის ყოველთვის FM100.9 - ზე იყო მომართული.
ყოველთვის მიკვირდა, ნუთი დარეჯანი იქ ცხოვრობდა: როდესაც ჩავრთავდი რადიოს, სულ მისი ხმა ისმოდა; სულ იღიმოდა, სულ ისეთ სითბოს და სიყვარულს აფრქვევდა, რომ ამას ენით ვერ გადმოგცემთ.
ერთხელაც, რადიო ეთერიდან დაჯის ხმა გაქრა. მაშინ ამას არ მივაქციე რატომღაც დიდი ყურადღება.
დაახლოებით იმავე პერიოდში, რადიო ორის ეთერში დაიწყო რეკლამა: ვეძებთ ახალ წამყვანს. მეც რატომღაც ბევრი არ მიფიქრია და დავრეკე სტუდიაში. რამდენიმე დღეში გასაუბრებაზე დამიბარეს და დაახლოებით 1 თვის შემდგომ უკვე ეთერში ვიყავი.
ჩემი პირველი საეთერო დღე ეს ცალკე ისტორიაა და ამას შემდგომ გავიხსენებ.
ახლა კი ისევ დაჯიზე ვისაუბროთ.
ერთ-ერთი ღამის ეთერია, მე სულ რაღაც 1-2 თვე ვმუშაობ რადიოში და სტუდიაში ისმის ტელეფონის ზარის ხმა. ავიღე ყურმილი და მაშინვე ხმაზე ვიცანი, მაგრამ არ მჯეროდა.
  - სერგო გამარჯობა, დაჯი ვარ - მომესალმე დარეჯანი.
მე დაბნეულობისგან ენა გადავყლაპე. არ ველოდი. ეტყობა მიხვდა ამას და თავადვე განაგრძო საუბარი.
დაახლოებით 1 საათი ვისაუბრეთ. მან იმდენი რჩევა მომცა, ისე თბილად მომიკითხა, ისე მომეფერა ტელეფონით, რომ მისი ხმა და სიტყვები ახლაც კი მახსოვს.
დღეს დაჯი ჩვენს შორის აღარ არის. სამწუხაროდ არც მისი სიმღერები ახსოვს ბევრს.
მოდით, ერთად გავიხსენოთ ჩვენი დარეჯან გულიაშვილი, მისი სიკეთე, მისი სათნოება, მისი დამოკიდებულება მსმენელების მიმართ.
რადიო 2 დარეჯანის გარეშე არ იარსებებდა ან არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის იყო.

სერგო კობალავა




მოგესალმებით რადიო 2 - ქართული რადიო


ეს ბლოგი შეიქნმა მათთვის, ვისაც:
  • ახსოვს რადიო - 2, ქართული რადიო; 
  • ვისაც ამდენი წლის მიუხედავად, ენატრება FM100.9 სიხშირიდან რადიო 2 - ის განუმეორებელი წამყვანების ხმები; 
  • ვისაც ნამდვილი ქართული მუსიკა უყვარს და ახსოვს რადიო 2 - ის უაღრესად დიდი წვლილი ქართული საესტრადო სფეროს, ქართველი მუსიკოსების, მომღერლების, კომპოზიტორების, სიმღერების ავტორების, ავტორ-შემსრულებლების, პოეტების და ტექტსების ავტორების პოპულარიზაციაში;
რადიო 2 - ქართული რადიო

ყველაფერი კარდაგ იქნება 

,,სურათი'' - ხათუნა კობერიძე

ბიძინა კვერნაძის დაბადების დღე

1928 წლის 29 ივლისს დაიბადა მე-20 საუკუნის, ერთ-ერთი გენიალური, ლეგენარული და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორი, ბატონი ბიძინა კვერნაძე....