1. გაიხსენეთ, როდის და როგორ შედგა თქვენი პირველი შეხება რადიო-2 - თან?
ეს მოხდა დაახლოებით 20 წლის წინ. ზუსტად პერიოდი არ
მახსოვს; თუმცა ის მახსოვს, რომ ქალბატონი მანანა ხვედელიძე იმ დროისთვის მოღვაწეობდა
საქართველოს რადიოში და უძღვებოდა ერთ-ერთ საავტორო გადაცემას. მაშინ რადიო-2 ჯერ არ
არსებობდა. ერთ-ერთ გადაცემაში მეც ვიყავი სტუმრად მიწვეული. ამ გადაცემაში პირველად
შედგა ჩემი, როგორც კომპოზიტორის და შემსრულებლის დებიუტი და გაჟრედა რამდენიმე სიმღერა,
მათ შორის ,,კოკით ხელში’’, ,,იავნანა’’, ,,მოვა, მაგრამ როდის’’ შექმნილი გალაქტიონ
ტაბიძის ლექსზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემმა შემოქმედებამ მოწონება დაიმსახურა.
შემდგომ შეიქმნა რადიო-2 - ქართული რადიო და სწორედ
ქალბატონი მანანა ჩაუდგა სათავეში ამ რადიო სადგურს. ეთერში გასვლისთანავე, რადიო-2
და მისი ყველა წამყვანი ძალიან პოპულარული გახდა. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული
დამოკიდებულებით და სიყვარულით ქართული მუსიკისადმი. აბსოლუტურად ყველა ჩემს ირგვლივ
უსმენდა რადიო-2 - ს. მეც ძალიან ამაყი ვიყავი, რომ ჩემი ყველა სიმღერის პრემიერა სწორედ
ამ რადიოში იმართებოდა და რადიოს ხშირი სტუმარიც ვიყავი.
სხვათაშორის, რადიო-2 - ში მანანა ხვედელიძე ცალკე საავტორო
გადაცემასაც ქმნიდა, სადაც პირდაპირ ეთერში იწვევდა მუსიკოსებს. სტუდიაში ინსტრუმენტი
იდგა და გადაცემის მსვლელობისას, მუსიკოსები, კომპოზიტორები, მომღერლები ცოცხლად ასრულებდნენ
საკუთა სიმღერებს. რატომღაც, საკმაოდ ბევრი მუსიკოსი უშინდებოდა პირდაპირ ეთერში მისხვლას
და ცოცხლად მღერას ან დაკვრას. ალბად, ამის მიზეზი იყო ქალბატონი მანანას მაღალი პროფესიონალიზმიც.
ის გამოირჩეოდა უდიდესი გემოვნებით, საკუთარ საქმეში საკმაოდ მომთხოვნი და ზოგჯერ მკაცრიც
კი იყო. ეს თვისებები მის პროფესიონალიზმზე მეტყველებდა, რაც პირადად მე ძალიან მხიბალვდა
და ვაფასებდი. ის საკმაოდ მკაცრად ფილტრავდა იმ მუსიკალურ მასალას, რაც უნდა გასულიყო
რადიო2 - ში და რაც არა. ეს ბუნებრივიც იყო. როგორც პრესტიჟულ სცენაზე არ უნდა იდგეს
ყოველი მეორე, ისევე რადიო ან ტელე ეთერში არ უნდა ჟღერდეს ყოვლად მდაბიო და უგემოვნო
მუსიკა. სწორედ ეს გამოარჩევდა რადიო-2 - ს მაშინ და გამოარჩევს დღესაც, მრავალი წლის
მიუხედავად.
2. რა წვლილი შეიტანა რადიო ორმა თვენს შემოქმედებაში?
რადიო-2 - მა უამრავ დამწყებ, ნიჭიერ მუსიკოს და მათ
შორის მეც შემიწყო ხელი საკუთარი თავის წარჩინებაში, გაზრდასა და ჩამოყალიბებაში. თუ
დღეს მასებში ჩემი მუსიკა, ჩემი სიმღერები იციან, მღერიან და სიამოვნებთ, ეს პირველ
რიგში რადი-2 - ქართული რადიოს დამსახურებაა. ამ რადიოს მადლიერი ვიქნები მუდამ და
ყოველთვის.
3. რა შეთავაზება გექნებათ ამ ბლოგის მწარმოებლებთან, როგორც კომპოზიტორს, მუსიკოსს
და რაზე ისურვებდით მაქსიმალურად ყურადღების გამახვილებას?
პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს მხოლოდ
ხარისხიან მუსიკაზე, რომელიც იმედია დროს გაუძლებს. კარგ მუსიკოსებს, კომპოზიტორებს,
მომღერლებს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ესაჭიროებათ რეკლამა,
მხარდაჭერა, წარმოჩენა. აუცილებელია შენი, ქართული გენი, ქართული მუსიკა, ქართული ჟღერადობა
გააცნო მსოფლიოს. ჩვენმა მუსიკოსებმა უნდა იმოძრაონ მთელს მსოფლიოში, უნდა გამოჩნდენ
საუკეთესო სცენებზე. ამაში უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ტელევიზიამ, რადიომ, პრესამ
და რა თქმა უნდა სახელმწიფომ. აუცილებელია მათი ხელშეწყობა. ეს ხომ უკეთესი მხრიდან
გააცნობს საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და მოსახლეობას და მათ აუცილებლად
დაებადებათ ჩენთან სტუმრობის სურვილი. ეს ყოველივე კი თავის მხრივ საქართველოს, როგორც
ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებისკენ მიმართული დიდი ნაბიჯი იქნება.
სერგო კობალავა
,,გულმა შენ შეგიყვარა'' - ეკა მამალაძე და ჯუმბერ ამანათაშვილი
,,დამიძახე'' - ჯუმბერ ამანათაშვილი
სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი - ჯუმბერ ამანათაშვილი
ტექსტის ავტორი - ლია ნაროუშვილი
,,გულმა შენ შეგიყვარა'' - ეკა მამალაძე და ჯუმბერ ამანათაშვილი
სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი - ჯუმბერ ამანათაშვილი
ტექსტის ავტორი - მანანა სიამაშვილი
,,ვიცი დამიბრუნდები'' - ანსამბლი ,,ალილო''
სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი - ჯუმბერ ამანათაშვილი
ტექსტის ავტორი - ლია ნაროუშვილი
No comments:
Post a Comment