Thursday, July 9, 2020

დარეჯან გულიაშვილი

რადიო ორში მუშაობდა ერთი განუმეორებელი, ყველასგან განსხვავებული ქალბატონი - დარეჯან გულიაშვილი. სამწუხაროდ მე დარეჯანს პირადად არ ვიცნობდი, რადგან როდესაც რადიოში სამუშაოდ მივედი, ის უკვე საკმაოდ მძიმედ ავად იყო და სამსახურში ვეღარ დადიოდა. თუმცა, სწორედ დაჯი იყო ის ადამიანი, რომელმაც მე პირველად ეს რადიო შემაყვარა.
მაშინ, ბნელ 90 - ში, როდესაც შუქი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მოდიოდა, ელემნეტბზე მომუშავე რადიო, ერთადერთი გასართობი იყო ჩვენთის და რა თქმა უნდა ჩემი რადიოც თითქმის ყოველთვის FM100.9 - ზე იყო მომართული.
ყოველთვის მიკვირდა, ნუთი დარეჯანი იქ ცხოვრობდა: როდესაც ჩავრთავდი რადიოს, სულ მისი ხმა ისმოდა; სულ იღიმოდა, სულ ისეთ სითბოს და სიყვარულს აფრქვევდა, რომ ამას ენით ვერ გადმოგცემთ.
ერთხელაც, რადიო ეთერიდან დაჯის ხმა გაქრა. მაშინ ამას არ მივაქციე რატომღაც დიდი ყურადღება.
დაახლოებით იმავე პერიოდში, რადიო ორის ეთერში დაიწყო რეკლამა: ვეძებთ ახალ წამყვანს. მეც რატომღაც ბევრი არ მიფიქრია და დავრეკე სტუდიაში. რამდენიმე დღეში გასაუბრებაზე დამიბარეს და დაახლოებით 1 თვის შემდგომ უკვე ეთერში ვიყავი.
ჩემი პირველი საეთერო დღე ეს ცალკე ისტორიაა და ამას შემდგომ გავიხსენებ.
ახლა კი ისევ დაჯიზე ვისაუბროთ.
ერთ-ერთი ღამის ეთერია, მე სულ რაღაც 1-2 თვე ვმუშაობ რადიოში და სტუდიაში ისმის ტელეფონის ზარის ხმა. ავიღე ყურმილი და მაშინვე ხმაზე ვიცანი, მაგრამ არ მჯეროდა.
  - სერგო გამარჯობა, დაჯი ვარ - მომესალმე დარეჯანი.
მე დაბნეულობისგან ენა გადავყლაპე. არ ველოდი. ეტყობა მიხვდა ამას და თავადვე განაგრძო საუბარი.
დაახლოებით 1 საათი ვისაუბრეთ. მან იმდენი რჩევა მომცა, ისე თბილად მომიკითხა, ისე მომეფერა ტელეფონით, რომ მისი ხმა და სიტყვები ახლაც კი მახსოვს.
დღეს დაჯი ჩვენს შორის აღარ არის. სამწუხაროდ არც მისი სიმღერები ახსოვს ბევრს.
მოდით, ერთად გავიხსენოთ ჩვენი დარეჯან გულიაშვილი, მისი სიკეთე, მისი სათნოება, მისი დამოკიდებულება მსმენელების მიმართ.
რადიო 2 დარეჯანის გარეშე არ იარსებებდა ან არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის იყო.

სერგო კობალავა




1 comment:

  1. ჩემი სათქმელი თქვით ზუსტად ძალიან მიყვარდა მისი ხმა,სულ ვუსმენდი,მენატრება და სულ ვიხსენებ გულისტკივილით,მახსოვს მასთან ერთად ორი წამყვანი,დიდი სიყვარულით-მედეა გეგეშიძე და ხათუნა დონდუა.ჩემი საყვარელი ადამიანები,რომლებიც გულს ათბობდნენ,იმედს გვისახავდნენ...უფალმა გაანათლოს სამივე იმ ქვეყნად.❤️😪

    ReplyDelete

,,სურათი'' - ხათუნა კობერიძე

ბიძინა კვერნაძის დაბადების დღე

1928 წლის 29 ივლისს დაიბადა მე-20 საუკუნის, ერთ-ერთი გენიალური, ლეგენარული და განუმეორებელი ქართველი კომპოზიტორი, ბატონი ბიძინა კვერნაძე....